„ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ ვოიაჟს, უკრაინაში წავლენ თუ მთვარეზე გაფრინდებიან, აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლა“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ძალაუფლების ერთადერთი საშუალება არის დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ქვეყნის ჩამოშლა. ისინი ამას ღიადაც აცხადებენ. ამ ყველაფერს სწორი აღქმა სჭირდება, თორემ ისინი ამბობენ, რომ ქვეყანა უნდა ჩამოიშალოს, ინსტიტუტები უნდა ჩამოიშალოს და ა.შ. მათი ერთადერთი საშუალება დაეუფლონ ძალაუფლებას, ეს არის ქვეყნის ჩამოშლა. მათი ნებისმიერი ვოიაჟი, უკრაინაში წავლენ თუ მთვარეზე გაფრინდებიან, ყველა მათ ქმედებას აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლა. მხოლოდ ჩამოშლილ და დანგრეულ საქართველოში არის იმის საშუალება, რომ მათ დაიპყრონ ქვეყანა“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.