„ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის აკეთებს იმას, რაც მის თავშია და ყოველთვის უჯერებს მას, ვინც ეთანხმება მის წარმოსახვით, ბოდვით იდეებს“, - ასე შეაფასა ყოფილმა პოლიტპატიმარმა ბიძინა გიორგობიანმა მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სწორედ ასე მოიქცა 2008 წელს და ახლაც, როდესაც საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.
„მაშინაც ასე დაღუპა საქართველო და ახლა დაღუპა საკუთარი იმიჯი და თუ რამე სადმე კიდევ ჰქონდა შერჩენილი. არცერთ ევროპულ დედაქალაქში სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას და აქ დესტაბილიზაციას მხარს არ დაუჭერდნენ. ეს იყო ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი“, - ამბობს გიორგობიანი.