logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ტრაგედიებით სპეკულირება მათი ხელწერაა
- +

7 თებერვალი. 2022. 00:39

 

 

„მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, თუმცა, ამავე დროს, „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა ნებისმიერი მსგავსი ტრაგედიით ვაჭრობა, პოლიტიკური სპეკულაცია. როდესაც არ აქვთ ხალხის ნდობა, ტრაგედიებით სპეკულირება მათი ხელწერაა“, - ასე უპასუხა აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ „იმედი ლაივის“ ეთერში საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შესახებ დასმულ კითხვას.

 

ის „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

 

„ბათუმში ძალიან კარგად იციან ყველაფერი. ჩემგან დამოუკიდებლად, საზოგადოებას, ბათუმელებს, ამ ყველაფერზე პასუხი აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პრეტენზიები, რომლებიც სამართლებრივ-ფორმალურ ჭრილში ჰქონდათ, ამ ყველაფერზე გამოძიება დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცემა“, - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

 

აჭარაში არჩევნები დღის წესრიგში მას შემდეგ გადგა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. მომხდარს პარტიის წევრების მძიმე ბრალდებები მოჰყვა - ისინი „ქართულ ოცნებას“ კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner