logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გამოიკვეთა ახალი საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი
- +

4 აგვისტო. 2016. 22:27



"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა, "რუსთავი 2"-ის საქმის შედეგზე მისი ინტერესი იკვეთება.


მდინარაძის თქმით, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე მოსამართლემ ნიკა გვარამიასთან ნათესაური კავშირი ფაქტიურად დაადასტურა.


"დღეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა მოსამართლე მაია კოპალეიშვილს, იყო თუ არა ის ნიკა გვარამიას შვილის ნათლია. მან განსაზღვრულ პასუხზე ისაუბრა, მსგავსი ტერმინი გამოიყენა, კონკრეტულად კი, თავი აარიდა პასუხის გაცემას, თუმცა არ უარყო. ვინაიდან არ უარყო და პრაქტიკულად, დაადასტურა ფაქტი, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სხვა საეჭვო გარემოებებთან ერთად, გამოიკვეთა ახალი საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ ეს არის ინტერესთა კონფლიქტი.

 

სახეზეა საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩანს აშკარა დაინტერესება მოსამართლის საქმის შედეგის მიმართ. ეს კიდევ ერთი არგუმენტია, როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები რომ მოსამართლეების ნაწილის მხრიდან, სახეზე გვაქვს დაინტერესება კონკრეტული საქმეების მიმართ", - განაცხადა მდინარაძემ.


მისი თქმით, როდესაც საქმის მსვლელობისას პირადი ინტერესები იკვეთება, დამდგარი შედეგი ლეგიტიმაციის იმ ხარისხის ვერ იქნება, რომელის საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს.


"იურიდიულად, შესაძლებელია აღნიშნული თემები არ იყოს აცილების საფუძველი, კანონში კოკრეტულად არ იყოს გაწერილი, თუმცა როდესაც პირადი ურთიერთობები და დამოკიდებულებაა და ჩანს აშკარა დაინტერესება, ამ შემთხვევაში, იკვეთება საქმის შედეგის ინტერესი მოსამართლის მხრიდან და ამ საქმეზე დამდგარი შედეგი ვერ იქნება ლეგიტიმაციის იმ ხარისხის, რომ საზოგადოების ინტერესი და სტანდარტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დადოს, დააკმაყოფილოს", - განაცხადა მდინარაძემ.


შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მაია კოპალეიშვილმა "რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორ ნიკა გვარამიასთან ნათესაური კავშირის შესახებ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.


გავრცელებული ინფომაციით, მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა.

 

"ვერანაირად ამაზე განსაზღვრულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუკი საჭიროება მოითხოვს, განცხადებას გავავცელებთ", - განაცხადა მოსამართლემ.


ცნობისთვის, მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner