logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: ბატონო პრეზიდენტო, ნუ დაუპირისპირდებით ქართველ ერს!
- +

4 აგვისტო. 2016. 22:34



ჟურნალისტი გიორგი გიგაური პრეზიდენტს მოუწოდებს რეფერენდუმი დროულად დანიშნოს და ზეწოლას არ დაექვემდებაროს:



„ქართველებო, გილოცავთ დიდ გამარჯვებას!

 

ბატონო პრეზიდენტო, ნუ დაუპირისპირდებით ქართველ ერს,

გამოიყენეთ ისტორიული შანსი და დანიშნეთ რეფერენდუმი!

 

დიდი პატივი მხვდა წილად, სრულიად საქართველოს მივულოცო:

 

დღეს, 1 აგვისტოს, ცესკო-, სულ რამდენიმე დღეში, პასუხისმგებლობითა და ოპერატიულად, გადაამოწმა 27 ივლისს, საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფის (სანდრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე, მერაბ შათირიშვილი და გიორგი გიგაური) მიერ შეტანილი 224 ათასი ხელმოწერა და ისინი საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნა!

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა (განსაკუთრებული მილოცვა ეკუთვნით ჩვენს აქტივისტებს საქართველოში და მთელს მსოფლიოში) უპრეცედენტო ძალისმევამ და, თამამად შეიძლება ითქვას, გმირობამ - მოკლე დროში, სრულიად უსახსროდ და შიშველ ენთუზიაზმზე, 200 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვებამ - უკვალოდ არ ჩაიარა!

 

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ტრადიციული ქორწინების კონსტიტუციურ სტატუსამდე ამაღლებამდე და გეი-ქორწინების დაკანონების სამარადჟამო აკრძალვამდე სულ ერთი ნაბიჯიღა დარჩა - საქართველოს პრეზიდენტის ერთი ხელმოწერა, რომ დაინიშნოს საერთო-სახალხო რეფერენდუმი!

და ეს საქართველოს პრეზიდენტმა ისევე ოპერატიულად უნდა გააკეთოს, როგორც ცესკო-!

 

იმისათვის, რომ ეს ისტორიული რეფერენდუმი ჩატარდეს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს (რითაც სახელმწიფო ბიუჯეტი 10 მილიონამდე ლარის ეკონომიას გააკეთებს!), პრეზიდენტმა რეფერენდუმი უნდა დანიშნოს ორი თვით ადრე - ანუ 8 აგვისტომდე!

 

ამდენად, გიორგი მარგველაშვილს ერთი კვირა აქვს საიმისოდ, რომ მართლაც, ისტორიაში შევიდეს, ქართველი ხალხის ურყევი ნების თანახმად იმოქმედოს და დანიშნოს რეფერენდუმი!

 

და ღმერთმა არ ქნას, საქართველოს პრეზიდენტი ამ საკითხში წინ გადაუდგეს სრულიად საქართველოს!

 

რეფერენდუმზე კი, ქართველი ხალხი, მთელი მსოფლიოს დასანახად, 100%-იანი მხარდაჭერით, იტყვის, რომ:

 

საქართველოში ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და კაცის ღვთიური ერთობა!

 

და რომ საქართველოში კაცს არასოდეს ერქმევა ,,ცოლი"!

 

იმიტომ, რომ ეს - საქართველოა!

Потому что, это - Грузия!

Because, it's - Georgia!

უფალი ჩვენსკენ!"- წერს გიგაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner