logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ვაკეთებ დოკუმენტურ ფილმს...
- +

7 მარტი. 2016. 18:19


„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი  „ასავალ-დასავალთან"  თინა ხიდაშელის დანაშაულზე საუბრობს და ამბობს, რომ პროკურატურის პარალელურად, პირადად ატარებს ჟურნალისტურ გამოძიებას, აკეთებს დოკუმენტურ ფილმს, სადაც თავმოყრილი იქნება საგარეჯოს არჩევნების გაყალბების ფაქტები.


„არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, ვიფიქრო, რომ თინათინ ხიდაშელს ამ ხელისუფლების პირობებში დააპატიმრებენ, მაგრამ ვპირდები, ადრე თუ გვიან, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება, არჩევნების გაყალბებისთვის თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები პასუხს აუცილებლად აგებენ! არაერთი მოწმე არსებობს, ვინც გამოძიებას ჩვენებას მისცემს!

 

თავდაცვის მინისტრის ემოციური მდგომარეობა ჩემთვის ადვილად ასახსნელია, მაგრამ გადაეცით კეთილისმსურველებმა - თავი დაანებოს ჯარისკაცების ინტერესებით მანიპულირებას, ეს მას ვერ დაიცავს. რაც მეტი ჯარისკაცი გამოდის და ამტკიცებს, რომ საგარეო კურსის მიხედვით გააკეთა არჩევანი, უფრო მარტივად დასტურდება, რომ ჯარი პოლიტიზირებული იყო.

 

ასე რომ, დაელოდოს გამოძიების შედეგებს. ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

 

პროკურატურის პარალელურად, პირადად ვატარებ ჟურნალისტურ გამოძიებას, ვაკეთებ დოკუმენტურ ფილმს, სადაც თავმოყრილი იქნება საგარეჯოს არჩევნების გაყალბების ფაქტები. ფილმის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება", - აცხადებს ინაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner