logo_geo
eng_logo
„თუ შეესწრებით, რომ აფთიაქმა ურეცეპტოდ გაყიდა ფსიქოტროპული წამალი, იმ წამსვე დარეკეთ ცხელ ხაზზე- 1505!“
- +

4 აგვისტო. 2016. 22:39



აკა სინჯიკაშვილი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინიციატივას იმის შესახებ, რომ ფსიქოტროპული წამლების რუეცეპტოდ გაყიდვის შემთხვევაში ფარმაცევტებს მუშაობის უფლება შეუჩერდებათ და აფთიაქები დაჯარიმდებიან, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


 

„დღეს 12 საათზე მინისტრმა დავით სერგეენკომ გამართა ბრიფინგი და მოსახლეობას მოუწოდა, ნებისმიერ ფაქტზე როცა შეესწრებით რომ აფთიაქმა ურეცეპტოდ გაყიდა ფსიქოტროპული წამალი, იმწამსვე დარეკეთ ცხელ ხაზზე 1505 . მობილური ჯგუფი მაშინვე მოახდენს რეაგირებას!

 

ასევე მე მჭირდება დამხმარეები, ვისაც გცალიათ ხოლმე. მთელი დღე, არეული გრაფიკით ვივლით აფთიაქებში და ჩვენ თვითონ შევამოწმებთ! მსურველებმა მომწერეთ ინბოქსში. ასევე მომწერეთ ყველა იმ ბოსელი აფთიაქის მისამართი რომელზეც მსგავსი რამე გაგიგიათ! სულ ცოტა დაგვრჩა და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. სულ მალე არავინ აღარ მოკვდება და დაავადმყოფდება ტაბლეტებით იმიტომ რომ ერთად ყველა მაგრები ვართ.

 

გაავრცელეთ ეს ამბავი და ჩაერთეთ ყველა, ვისაც ეს ამბავი გაწუხებთ. აბა ჩვენ ვიცით."- წერს სინჯიკაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner