logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: უკრაინაში სრულმასშტაბური ომის თავიდან აცილების მიზნით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
- +

7 თებერვალი. 2022. 13:12

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბური ომის თავიდან აცილების მიზნით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია და რომ რუსეთისთვის ლეგიტიმურია საკუთარი უსაფრთხოების შესახებ შეშფოთების წამოყენება.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი განხილვის საგანი არ არის.

 

ემანუელ მაკრონმა გაზეთ „Journal du Dimanche“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი არა უკრაინა, არამედ NATO-სთან და ევროკავშირთან წესების დაზუსტებაა.

 

საფრანგეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მისი დიალოგი რუსეთის პრეზიდენტთან საკმარისი იქნება სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და მისი აზრით, პუტინი ღია იქნება უფრო ფართო საკითხების განსახილველად.

 

მისი თქმით, რუსეთთან დიალოგის წარმართვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოს დასუსტების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

 

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპელი ძმები ახალი ბალანსის შეთავაზებით, რომელსაც მათი სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია. ეს უნდა გაკეთდეს რუსეთის პატივისცემით და ამ დიდი ხალხისა და დიდი ერის თანამედროვე ტრავმების გააზრებით“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

 

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვში, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, ხოლო 8 თებერვალს კი უკრაინაში გაემგზავრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner