logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი გრძელდება
- +

7 თებერვალი. 2022. 13:58

 

კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. ვაქცინაციის მსურველები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, სურვილის მიხედვით იცრებიან.

 

მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ვაქცინაცია სამივე სახის ვაქცინით შეუფერხებლად მიმდინარეობს სოფლებშიც.

 

სოფელ ახალქალაქში, აღაიანისა და  კავთისხევის სასოფლო ამბულატორიებში მოქალაქეები პირველი, მეორე და მესამე დოზით აიცრნენ.

 

სოფელ კავთისხევში იმუნიზაციის  პროცესის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე დაესწრო.

 

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა  2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება.

 

წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

 

ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარს მიიღებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner