logo_geo
eng_logo
ზაზა მარიდაშვილი: ოცდაათი წელია შეთხზულ ლეგენდებშია გახვეული მაო ძედუნის ქართველი კარიკატურა
- +

7 თებერვალი. 2022. 15:05

 

„თითქმის ოცდაათი წელია შეთხზულ ლეგენდებშია გახვეული მაო ძედუნის ქართველი კარიკატურა და ერთხელაც არ მოსვლია აზრად, რომ საკუთარ თავს პატივი სცეს, პოლიტიკას ჩამოშორდეს“, - წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის შესახებ იურისტი ზაზა მარიდაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ნათელაშვილს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში; თუმცა, არც ხელფასს იკლებს და არც სხვა სარგებელს, რაც დეპუტატს ეკუთვნის.

 

„შალვა ნათელაშვილი, როგორც მარადმწვანე ქართველი პოლიტიკოსი, არაერთ ტიტულს ატარებს: პარტიის მარადმწვანე თავმჯდომარე, მარადმწვანედ ხელმოცარული პოლიტიკოსი და უამრავი, რომელთაგანაც თითოეული ზუსტად ახასიათებს ამ პერსონაჟის ბუნებას და რეალურ სახეს; როგორც ყოველთვის, ყოველი მარცხის შემდეგ იგი ადანაშაულებს სხვას, ისტერიულად გაიძახის, რომ პარლამენტში არ შეუშვეს, ხელისუფლება არ ჩააბარეს და არასდროს არ ამბობს, რომ რეალურად იგი არის შეუმდგარი, თუმცა, სტაჟიანი პოლიტიკოსი, რომელიც განსხვავებით პოლიტიკური კარიერისა, არასდროს დარტყმის წინაშე არ აყენებს პირად კეთილდღეობას;

 

ნათელაშვილის დეკლარაციაში მითითებულია ორი სამსახური - პარტია და საქართველოს პარლამენტი; პარტია კი ბატონო, მაგრამ ის პარლამენტში ვინმეს უნახავს? აგერ, ახლა წყდება მისი სადეპუტატო მანდატის გაუქმების საკითხი; მიზეზი კი კონსტიტუციური ჩანაწერია იმის თაობაზე, რომ თუ პარლამენტის წევრი, სესიის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ნათელაშვილს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში; თუმცა როგორც სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ - არც ხელფასს იკლებს და არც სხვა სარგებელს, რაც დეპუტატს ეკუთვნის.

 

უყვარს კარგი ცხოვრება მარადმწვანე „ტანჯულს“, უყვარს, როდესაც საკუთარ თავზე ლეგენდებს თხზავს, შემდეგ თავადაც იჯერებს და მის პარტიაში მყოფებსაც აჯერებს; თითქმის ოცდაათი წელია ასეთ შეთხზულ ლეგენდებშია გახვეული მაო ძედუნის ქართველი კარიკატურა და ერთხელაც არ მოსვლია აზრად, რომ საკუთარ თავს პატივი სცეს, პოლიტიკას ჩამოშორდეს და ის ერთი პროცენტიც, რასაც არჩევნებზე რეგულარულად იღებს, პროგრესულ ძალებს დაუთმოს“, - წერს ზაზა მარიდაშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner