-
+
7 თებერვალი. 2022. 16:18
საფრანგეთისა და ევროკავშირის შუამავლობის შედეგად, აზერბაიჯანმა სომხეთს 8 სამხედრო მოსამსახურე გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ადასტურებენ.
„აზერბაიჯანის მიერ 8 სომეხი დაკავებულის გათავისუფლება და სომხეთისთვის გადაცემა პოზიტიური მოვლენების კიდევ ერთი ნიშანია. ევროკავშირი რეგიონში სტაბილურობას და კეთილდღეობას მხარს უჭერს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.