logo_geo
eng_logo
ოთარ კერესელიძე ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე: დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა - ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა
- +

7 თებერვალი. 2022. 16:32

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, თბილისში, ელიავას ბაზრობაზე, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძრისას დაშავებულთა შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა.

 

„სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. ხანძრის მალევე ლოკალიზებამ თავიდან აგვარიდა მისი გავრცელება. ხანძარი ლიკვიდირებულია და მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. ადგილზეა ყველა შესაბამისი სამსახური და გამომწვევ მიზეზებს ისინი მოგახსენებენ“, - უთხრა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს.

 

მისივე თქმით, ცეცხლი დაახლოებით 1000-1500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner