logo_geo
eng_logo
NATO მოკავშირეების გაძლიერებას განიხილავს, თუ რუსული ჯარები ბელარუსში დარჩებიან
- +

7 თებერვალი. 2022. 17:28

 

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ თავის ჯარს ბელარუსში დატოვებს, NATO ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას განიხილავს. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

 

3 თებერვალს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა ბელარუსში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი და თანამედროვე შეიარაღება გადაისროლა.

 

„თუ გადახედავთ ძალების გაძლიერებას, რუსეთს სერიოზული შეჭრისთვის საკმარისი ძალები მიმდინარე თვის ბოლომდე შეიძლება ჰქონდეს“, - აღნიშნა NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

 

4 თებერვალს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ბელარუსში სამხედრო სწავლებებზე კონცენტრირებული ჯარების რაოდენობა უკრაინაზე თავდასხმისთვის საკმარისი არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner