logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: „მუსიკას ის ისმენს, ვინც უკვეთს“ - უდავოა, რომ მელიას კეზერაშვილი აფინანსებს
- +

7 თებერვალი. 2022. 17:33

 

„მუსიკას ის ისმენს, ვინც უკვეთს“ - ასეა ნათქვამი. ამიტომაც ამჟამად უდავოა რომ მელიას აფინანსებს კეზერაშვილი!“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე წერს.

 

„მას შემდეგ რაც შეხედა აქაურ სიტუაციას მიშას ბანკის მმართველმა, ბიძა ბ-ნი თემური აქედან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. მაშინვე შეუწყდა ნაცებს დაფინანსება, რაც კიდევაც დაეტყო მათ აქციებს, განსაკუთრებით კი შიმშილობებს! ხომ ნახეთ, თემურის და მისი რაზმის წასვლიდან უმოკლეს დღეში შეწყდა „ნაცთა“ შიმშილობები! ხოლო მიშას სასამართლოებზე 50 კაცს ძლივსღა აგროვებენ!

 

აი, ცალკეულ აქციებზე მათი რაოდენობა კი ათიოდე კაცსაც ვერ აღწევს! რა არის ამის მიზეზი? აი ის, რომ „ნაცმოძრაობის“ პოლიცმეისტერი ბელადის ბიძა აღარ აღებს სალაროს და წაგებულ თამაშში არ დებს ფინანსებს!

 

ნაცების მეორეს მხარეს, რომელსაც მსუყედ აფულიანებდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი - ბოლოს და ბოლოს მიხვდა იმას, რომ ბოკერია-ჩერგოს „კამანდა-შანტრაბისათვის“ ფულის მიცემა ეს იყო და არის უფსკერო კასრში წყლის ვედროებით ჩასხმა!

 

კეზერაშვილს დიდი ხანია აქვს წილი ნაყარი, და დიდი ფული წყალს გატანებული, ამიტომაც ის იძულებული იყო, აერჩია მელია! ეს კი ნამდვილად არის განწირულის ბოლო ხავილი! ვინაიდან კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ამ ცისქვეშეთში მხოლოდ ერთს ზეციდან მოვლენილს შეეძლო მკვდრების გაცოცხლება! და არა მგონია, ეს ოდესმე შეძლოს ცრუპენტელა მელიამ!“ - წერს გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner