logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: სამეგრელოდან აგვისტოს ომში არაერთი ჯარისკაცი დაეცა გმირულად, მელიას წამოსაძახებელი ნამდვილად არ არიან
- +

7 თებერვალი. 2022. 18:14

 

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ასევე იმ, ჩემი აზრით, ძალიან აღმაშფოთებელ განცხადებას, რაც მოვისმინეთ მელიასგან, როდესაც ამბობდა, რომ მეგრელებმა ტანკს გააყოლეს თვალიო. ეს სამარცხვინო განცხადებაა და ჯარისკაცების ღირსებას შეურაცხყოფს“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, 2008 წელს ნიკა მელიამ და მისმა მეგობრებმა მოსახლეობა და ჯარისკაცები მიატოვეს.

 

„სამეგრელოდან აგვისტოს ომში არაერთი ჯარისკაცი დაეცა გმირულად, მათ სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მელიას წამოსაძახებელი ნამდვილად არ არიან. თუ ვინმეს თვალი ვერ მოვკარით იმ დღეებში და თუ ვინმე ვინმეს თვალს აყოლებდა, ეს სწორედ მელია და მისი მეგობრები იყვნენ, რომლებმაც დატოვეს მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე, დატოვეს ჯარისკაცები და აბსოლუტურად ქაოსურ მდგომარეობაში მართავდნენ სამხედრო მდგომარეობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

„2008-ში ძირითადად აქტიური ადამიანები იბრძოდნენ, თორემ მეგრელმა ტანკს გააყოლა თვალი. განცდა არ ჰქონდა ბევრს, როგორც 1921 წელს“, - განაცხადა მელიამ ჩანაწერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner