სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ბორჯომში სტიქიაა ასახული. ბორჯომში და ბორჯომის სოფლებში დაახლოებით ერთი საათი ძლიერი სეტყვა, წვიმა და ქარიშხალი იყო. დატბორილია გზები, შენობა-ნაგებობები, გათიშულია ელექტროენერგია.
2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში, სადაც ქარის მიერ მოგლეჯილმა ხეებმა სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა.
დატბორვის ადგილებში სპეციალური სამსახურები მუშაობენ.