logo_geo
eng_logo
46 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა
- +

7 თებერვალი. 2022. 19:15

 

„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში იძულებით გადაადგილებულ 46 ოჯახს ბინები გადასცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო​ ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლსა“ და ყოფილ სასტუმრო „ოქროს საწმისში“ მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა მიიღეს.

 

ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ღონისძიებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ჯაბა სირბილაძე და დირექტორის მოადგილე, დავით გურამიშვილი ესწრებოდნენ.

 

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნა სააგენტოს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. გაცემული დაპირების შესაბამისად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები ოჯახების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, უმოკლეს ვადაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. გასულ კვირაში სანატორიუმში მცხოვრები 16 ოჯახი განსახლდა. ამ ეტაპზე კი, ბინა 17-მა ოჯახმა მიიღო. 2022 წელს, ეტაპობრივად, „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი სათანადო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.

 

დევნილთა განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს. 2022-2024 წლებში, ღირსეულ საცხოვრებელს იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner