ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა.
„პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვესაუბრე. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო გაძლიერება განვიხილეთ. მადლობა გადავუხადე მას აქტიური მხარდაჭერისა და პირადი ჩართულობისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის გამონახვაში და უკრაინის მიმართ თურქეთის მტკიცე და პრაქტიკულ მხარდაჭერას მივესალმე. ნატო კვლავ მზად არის დიალოგისთვის“, - დაწერა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.