logo_geo
eng_logo
ბათუმის მერიაში ახალი ბულვარის ნაპირსამაგრი სამუშაოების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

7 თებერვალი. 2022. 19:45

 

„დღეს, ბათუმის მერიაში ახალი ბულვარის ნაპირსამაგრი სამუშაოების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპიროს აღდგენასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბათუმში შტორმის დროს სანაპიროს დაზიანების პრობლემა ათეულობით წელია არსებობს.

 

სანაპირო ზოლში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ბოლო ორი თვის განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია არის შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან.

 

„დღეს შეხვედრა გავმართე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპიროს აღდგენის საკითხსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე და შემდგომში, კონკრეტული მონაკვეთის ადგილზე დათვალიერებისას განვიხილეთ სამომავლო პერსპექტივები, ასევე პრევენციებთან, ეროზირებული ტერიტორიების აღდგენასა და სამომავლო საპროექტო დავალებებთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული პრობლემის შესწავლა გრძელდება ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად. სამომავლო გეგმებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner