logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: გონივრული ოპტიმიზმი მაქვს, მაგრამ სპონტანური სასწაულების არ მჯერა
- +

7 თებერვალი. 2022. 20:07

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავშეკავებული ოპტიმიზმი გამოთქვა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წინ, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კრიზისის გამო დაძაბულობის განმუხტვას.

 

„გონივრული ოპტიმიზმი მაქვს, მაგრამ სპონტანური სასწაულების არ მჯერა“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს რუსეთის დედაქალაქში დაშვების შემდეგ.

 

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

 

2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner