საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავშეკავებული ოპტიმიზმი გამოთქვა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წინ, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კრიზისის გამო დაძაბულობის განმუხტვას.
„გონივრული ოპტიმიზმი მაქვს, მაგრამ სპონტანური სასწაულების არ მჯერა“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს რუსეთის დედაქალაქში დაშვების შემდეგ.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.