logo_geo
eng_logo
პოლონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსმა უკრაინასა და საქართველოსთან შეხვედრები უნდა გამართოს
- +

7 თებერვალი. 2022. 20:22

 

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსმა უკრაინასა და საქართველოსთან შეხვედრები უნდა გამართოს.

 

„რაც შეეხება ნატოს მომავალ სამიტს, გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ ნატო-უკრაინა და ნატო-საქართველო ფორმულით შეხვედრები უნდა გავმართოთ. ეს შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გაიმართოს, რათა სოლიდარობა დავუფიქსიროთ ამ ქვეყნებს, რომ მათ მარტო არ ვტოვებთ. ეს ქვეყნები ყოველთვის იყვნენ ნატოს ლოიალური მოკავშირეები“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

ნატოს მორიგი სამიტი ივნისში ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner