logo_geo
eng_logo
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ
- +

7 თებერვალი. 2022. 20:40

 

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უცნობი პირები კიევში თავს დაესხნენ გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას მრჩეველს - საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს. ინფორმაციას პეჩორის პოლიციის რაიონული სამმართველოს პრესსპიკერი, უკრონფორმთან კომენტარში ადასტურებს.

 

ოქსანა ტიშენკოს თქმით, ოფიციალური ინფორმაცია მალე მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. “უკრაინსკაია პრავდა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზურაბ ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს, თავდასხმის სავარაუდო მოტივად საქართველოში მის მოღვაწეობას ასახელებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner