logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: წყაროს გადმოცემით, მას შემდეგ, რაც მელიას ვიდეო გავრცელდა, სააკაშვილი მთლიანად გამოვიდა წყობილებიდან
- +

7 თებერვალი. 2022. 20:55

 

„ვერ მოთოკა ნერვები სააკაშვილმა, ტელეფონი დალეწა და ემუქრებოდა მელიას მოკვლით და განადგურებით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

 

„ახალი ამბები გამოდის რუსთავის ციხიდან. წყაროს გადმოცემით, მას შემდეგ, რაც მელიას ვიდეო გავრცელდა, სააკაშვილი მთლიანად გამოვიდა წყობილებიდან, ანგრევდა ციხის საკანს, გამწარებულმა დედა აგინა ადვოკატ მშვენიერაძეს და საცემად იწევდა, გამყოფ შუშას ურტყამდა მუშტებს და აგინებდა მელიას.

ამის შემდეგ მის დასამშვიდებლად გიული ალასანია გამოიძახეს, მაგრამ ისეთი გაგიჟებული იყო, რომ ვერ მოთოკა ნერვები სააკაშვილმა, ტელეფონი დალეწა და ემუქრებოდა მელიას მოკვლით და განადგურებით“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner