საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განაცხადებით, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები, რომ სააკაშვილს ბიუჯეტიდან მრავალი მილიონი აქვს არამიზნობრივად წაღებული.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდა არ გაუჭირდებოდათ რომ ათეულობით და ასეულობით მილიონი ბიუჯეტიდან არასწორად წაეღოთ.
„არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს პატიმარ სააკაშვილს საიდან შეიძლებოდა გასჩენოდა ასეთი დიდი რაოდენობისა და ძვირადღირებული ქონება. გარკვეულ საკითხებზე სასამართლო გადაწყვეტილებებიც კი არსებობს, რომ ბიუჯეტიდან მას მრავალი მილიონი აქვს წაღებული არამიზნობრივად. მას და მის გუნდს არ გაუჭირდებოდა, რომ ათეულობით და ასეულობით მილიონი ბიუჯეტიდან არასწორად წაეღოთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.