logo_geo
eng_logo
ბორჯომის პარკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ევაკუაცია გრძელდება ე.წ. გოგირდის აბანოების ტერიტორიიდან
- +

4 აგვისტო. 2016. 23:36



ბორჯომის პარკიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარე ე.წ. გოგირდის აბანოების ტერიტორიიდან, რომელიც ტყის სიღრმეში მდებარეობს, მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. ევაკუაცია უკვე განხორციელდა ბორჯომის პარკის ტერიტორიიდან, სადაც დამსვენებლები იმყოფებოდნენ.


ამის შესახებ 2030.news-ს ბორჯომის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა.


მისივე ინფორმაციით, სტიქიამ სერიოზულად დააზიანა ეროვნული პარკი, მოგლეჯილია ხეები. მძიმე ვითარებაა სოფლებში  - ტბასა და სადგერში, სადაც სეტყვისა და ძლიერი ქარისგან მოგლეჯილმა ხეებმა გზები ჩახერგა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.


როგორც დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, ამ დროისთვის ვითარება დაწყნარდა ქალაქ ბორჯომში, სადაც გზები იწმინდება, მოძრაობა აღდგენილია ცენტრალურ მაგისტრალზე.


დიმიტრი ყიფიანის ინფორმაციით, უკვე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი  აკაკი მაჭუტაძე ხელმძღვანელობს. სტიქიით დაზიანებულ ყველა უბანზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა, რომელიც ბორჯომში ახალციხიდანაც ჩაიყვანეს.


ბორჯომის გამგებელი აცხადებს, რომ მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა მოსახლეობა მაქსიმალურად უსაფრთოხდ იყოს.


ამასთან, სტიქიის შედეგად დაზიანდა ბორჯომ-ბაკურიანის გზაც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზა უკვე იწმინდება და ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან იქნება შესაძლებელი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner