logo_geo
eng_logo
ავსტრალია საერთაშორისო მოგზაურობისთვის საზღვრებს ხსნის
- +

7 თებერვალი. 2022. 21:30

 

„ორწლიანი ჩაკეტვის შემდეგ ავსტრალია უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

 

„თუ ორმაგად აცრილი ხართ, ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს დაბრუნებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

 

საზღვრები 21 თებერვლიდან გაიხსნება, რაც  ევრი სექტორის გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ავსტრალიას აქვს მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სასაზღვრო კონტროლი კორონავირუსული პანდემიის განმავლობაში.

 

2020 წლის მარტში მთავრობამ ჩაკეტა საზღვრები. აუკრძალა უცხოელთა უმეტესობას ქვეყანაში შესვლა.

 

ვინც ავსტრალიაში შესვლას გადაწყვეტს ვალდებული იქნება ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი წარადგინოს. მათ კი ვისაც აცრა სამედიცინო მიზეზის გამო არ აქვთ გაკეთებული, შესაბამის უწყებას უნდა მიმართონ, ქვეყანაში შესვლაზე თანხმობის შემთხვევაში კი კარანტინში გადავიდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner