„2010 წელს ლევან ვარშალომიძემ 10 ჰექტარზე მეტი მიწა ჩალის ფასად (18 ლარად) პირდაპირი წესით მიჰყიდა თურქულ კომპანიას. ტრაგიკომიკურია, რომ ამ დროს ბატონი კირთაძე იყო საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და კითხვაც კი არ გასჩენია სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, დღეს კი ქალაქის დამცველის მანტიით შემოსილი, აპროტესტებს თავისივე გუნდის გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ბრძანებას აქვეყნებს.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობისა“ და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან არის უსუსური მცდელობა გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნან არარსებული „სკანდალი“.
„კიდევ ერთი მწარე სიმართლე გმირების საფლავების გამყიდველებზე ‼️ ბოლო პერიოდში „ნაცმოძრაობისა“ და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან არის უსუსური მცდელობა გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნან არარსებული „სკანდალი“. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს სიმართლე ‼️ 2010 წელს ლევან ვარშალომიძემ 10 ჰექტარზე მეტი მიწა ჩალის ფასად (18 ლარად) პირდაპირი წესით მიჰყიდა თურქულ კომპანიას. ტრაგიკომიკურია, რომ ამ დროს ბატონი კირთაძე იყო საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და კითხვაც კი არ გასჩენია სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, დღეს კი ქალაქის დამცველის მანტიით შემოსილი, აპროტესტებს თავისივე გუნდის გადაწყვეტილებას“, - წერს ლადო მგალობლიშვილი.