logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: უკრაინის ირგვლივ კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი ჯერ კიდევ შესაძლებელია
- +

7 თებერვალი. 2022. 23:42

 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის ირგვლივ კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი ჯერ კიდევ შესაძლებელია.

 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი ჯერ კიდევ შესაძლებელია და ეს ჩვენი მკაფიო და პირველრიგოვანი პრიორიტეტია და სწორედ ამაში ვდებთ მთელ ჩვენს ძალისხმევას. თუმცა, ამავე დროს ჩვენ მტკიცედ განწყობილნი ვართ, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება. საუკეთესოს იმედი გვაქვს, მაგრამ უარესისთვის ვემზადებით. თუ რუსეთი აგრესიის გზას განაგრძობს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ქმედებები მჭიდროდ იქნება შეთანხმებული, მათ შორის სანქციების საკითხზე“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner