logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, გერმანია მზად არის, მაღალი ეკონომიკური საფასური გადაიხადოს
- +

8 თებერვალი. 2022. 01:02

 

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, გერმანია მზად არის, მაღალი ეკონომიკური საფასური გადაიხადოს.

 

ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიის მთავრობა მზად არის, უპრეცედენტო სანქციები განახორციერლოს რუსეთის წინააღმდეგ, თუ კრემლი ვერ შეძლებს უკრაინასთან დაძაბულობის დეესკალაციას.

 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს. ამიტომ ჩვენ ერთობლივად მოვამზადეთ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების სერია ამ შემთხვევისთვის. ეს უპრეცედენტო სანქციები კოორდინირებული და მომზადებულია ყველა პარტნიორის თანხმობით“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

მისი თქმით, გერმანია და ნატოს მოკავშირეები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულად უჭერენ მხარს.

 

„ყოველთვის არის მზაობა რუსეთთან სერიოზული დიალოგის დასაწყებად, მაგრამ ასევე აბსოლუტური სიცხადე, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენ მზად ვართ ამისთვის მაღალი ეკონომიკური საფასური გადავიხადოთ, რადგან საუბარია უკრაინის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner