logo_geo
eng_logo
ბორჯომის სოფლებში ამ დროისთვის შედარებით მშვიდი ვითარებაა
- +

4 აგვისტო. 2016. 23:38



სტიქიის, ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარიშხალის შემდეგ, ბორჯომის რაიონის სოფლებში ამ დროისთვის შედარებით მშვიდი ვითარებაა.


2030.news  სოფელი ტბის რამდენიმე მცხოვრებს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის წვიმამ გადაიღო, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოებიც.


როგორც ადგილობრივი მოსახლეობა 2030.news-თან აცხადებს, სოფელში იყო ძლიერი სეტყვა, წვიმა და ქარიშხალი, რის შედეგადაც დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და მოგლეჯილია ხეები, რამაც გამოიწვია გზების ჩახერგვა.


დიდი ხნის განმავლობაში გამორთული იყო ელექტროენერგიაც.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner