აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართული შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფრთხის შეკავების შესახებ დისკუსიები დღის წესრიგის მთავარი თემა იყო.
„დიპლომატია საუკეთესო გზაა ყველა მხარისთვის და ჩვენ ვთანხმდებით, თუ რა არის საუკეთესო ვარიანტი რუსეთისთვის ჩვენი აზრით“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ მზად არის, რუსეთთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად გააგრძელოს.
„თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აირჩევს, ჩვენ ერთობლივად მზად ვართ, მთლიანად ნატო მზად არის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.