გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.
„ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხე არსებობს. ამაზე ჩუმად ვერ ვიქნებით. ჩვენ ვხედავთ სამხედროებს უკრაინის საზღვრის გასწვრივ და ეს სერიოზული საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ ერთად, ვიდგეთ ერთად და ერთად გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხორციელდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.