„ვფიქრობ, საგამოძიებო კომისიის შექმნა უფრო არის „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, რომ თვითონ თემა - მიხეილ სააკაშვილი არ მოხსნან სატელევიზიო ეთერების დღის წესრიგიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ვერ ვხედავ ობიექტურ აუცილებლობასა და მოცემულობას იმისა, რომ ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისია შეიქმნას პარლამენტში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ბიუროს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტის დადგენილების პროექტი დაინიცირდა.