logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: შე ელახანგა მელია, მეგრელებზე და სამეგრელოზე ხმის ამოღება არ გაბედო!
- +

8 თებერვალი. 2022. 12:02

 

 

შე ელახანგა და ელაბორო მელია, ამიერიდან მეგრელებზე და სამეგრელოზე ხმის ამოღება არ გაბედო!

 

ნიკანორ მელიავ, შე არამზადავ, რა დაბოღმილი ყოფილხარ თურმე, მეგრელებზე და სამეგრელოზე, ეს რა შხამი და ბალღამი ამოანთხიე, შე არაკაცო.

 

როგორც ჩანს, შენ და ნაციონალები ძალიან ნაწყენი ხართ - ოინი რომ არ გაგივიდათ და ჯერ სანდრას ნიფხავი, მერე კი ანზორას ძიქვა რომ ვერ ჩამოაცვით სამეგრელოს და მეგრელებს თავზე...

 

როგორი უსინდისო, როგორი პროვოკატორი უნდა იყო, მაინცდამაინც ხაზგასმით მეგრელებზე რომ თქვა: 2008-ში მეგრელებმა ტანკებს გააყოლეს თვალიო.

 

მეგრელებმა კი არა, მთელმა საქართველომ ვერ მოასწრო გონს მოსვლა, ისე თვალის დახამხამებაში დაამთავრეთ ნაცებმა „ძლევამოსილი“ ომი რუსებთან - კუდამოძუებული გამოიქეცით ბრძოლის ველიდან, მტერს პირისპირ შეატოვეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ბრძოლის ველზე უპატრონოდ დაყარეთ ქართველი ჯარისკაცების ცხედრები და თავისუფლების მოედანზე ცეკვა-თამაში გააჩაღეთ - გავიმარჯვეთო.

 

მეგრელებს, გინდათ, კახელებს, იმერლებს, სვანებს, გურულებს, სხვებს და სხვებს, რა უნდა ექნათ, როცა თქვენ, ხელისუფლებაში მყოფმა ნაციონალებმა, „მთავარსარდალ“ სააკაშვილის მეთაურობით, ქვეყანას უღალატეთ - ქართველი ხალხისგან მალულად მტერთან სავაჭრო-კომერციული მოლაპარაკებები გამართეთ და საქართველოს ტერიტორიის 20% ლანგრით მიართვით.

 

მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ის, რაც მელიამ საუბარში ვითომდა შემთხვევით წამოროშა, სულაც არ არის უნებლიეთ წაცდენილი ფრაზა.

 

ჩემი ღრმა რწმენით, ეს ფრაზა მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც სამეგრელოს გამოწვევას და მის ჩართვას ისახავს მიზნად ხელოვნურად აგორებულ დისკუსიაში, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში დაპირისპირების და არაჯანსაღი დებატების საბაბი შეიძლება გახდეს.

 

ნაციონალები ყოველთვის პრაგმატულად უყურებდნენ სამეგრელოს საკითხს და უკაცრავად გამოთქმაზე და ძალზე მზაკვრულად იყენებდნენ მას საკუთარი პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ.

 

როგორ და რანაირად ახერხებდნენ ნაცები ამას, ეს ვრცელი და ფართო თემაა და ამაზე დაწვრილებით სხვა დროს ვილაპარაკებ, აქ კი მხოლოდ ერთ ფაქტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

 

ფარისეველი და ვირეშმაკა სააკაშვილი ისეთ ილუზიას ქმნიდა, თითქოს ყველაზე მეტად მეგრელებს ენდობოდა და ამიტომ ძალოვან სტრუქტურებში ხშირად აწინაურებდა მეგრული წარმოშობის კადრებს, რომლებსაც, შემდეგ, ფაქტობრივად, ჯალათებად და სადამსჯელო და რეპრესიული ფუნქციებისთვის იყენებდა, რაც სულაც არ უშლიდა ხელს სამეგრელოს მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით მოპყრობოდა.

 

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ საპატიმროში მყოფი 10 პატიმრიდან შვიდი მეგრელი იყო.

 

ასე „უყვარდა“ სააკაშვილს და ნაცებს სამეგრელო და ახლაც იგივე „სიყვარულით“ უყვართ.

 

რაც შეეხება ტანკებისთვის „თვალის გაყოლებას“, საქართველოს არც ერთ კუთხეს არ დასტყდომია თავს იმდენი უბედურება, რაც სამეგრელოს დაატყდა თავს შინაური დამპყრობლების მიერ პროვოცირებული სამოქალაქო დაპირისპირების, შემდგომ კი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს.

 

ათიათასზე მეტი ქართველის სიცოცხლე შეეწირა ამ კონფლიქტს, მათ შორის რამდენი იქნებოდა, შენი ანგარიშით, მეგრელი, შე გათახსირებულო მელიავ?!

 

ნაცებმა სამ დღეში წააგეს ომი, აფხაზეთში კი 13 თვე და 13 დღე ებრძოდა აფხაზეთის ქართველობა კბილებამდე შეიარაღებულ „ინტერნაციონალურ“ არმიას, რომელსაც სხვა ქართულ შენაერთებთან ერთად მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ქართველთა ადგილობრივი ლაშქარი, რომლის ძირითადი შემადგენლობა სწორედ რომ მეგრელები იყვნენ.

 

სანამ აფხაზეთის ტრაგედია მოხდებოდა, მანამდე ხუთჯერ გადაუარეს სამეგრელოს „დემოკრატიისთვის“ მებრძოლმა ბანდფორმირებებმა, რასაც უამრავი მსხვერპლი, ნგრევა და პარტახი მოჰყვა.

 

ამდენი საშინელებების გადამტან მეგრელებზე ამბობ შენ გადაკრულ სიტყვას, შე ელაბორო და ელახანგა მელიავ?..

 

ამ რეპლიკაში ხშირად ვახსენე სიტყვა მეგრელი.

 

მელიას უსინდისობამ მაიძულა ეს გამეკეთებინა, თორემ მეგრელი და დანარჩენი კუთხის ქართველი ვინ გაყო ერთმანეთისგან?!

 

დაბოლოს, თემის გაგრძელებას უახლოეს ხანებში აუცილებლად შემოგთავაზებთ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner