„20 იანვრის შემდგომ გვაქვს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების საკმაოდ სერიოზული მაჩვენებლები,“- განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი-2“-ის ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, თებერვლის მეორე ნახევრიდან ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები შემცირდება.
„პრაქტიკულად, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში პოზიტიური ტესტების რაოდენობა 30%-ზე მეტია, რაც მიუთითებს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების უპრეცედენტო მასშტაბებზე და, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური ფენა დროის მცირე მონაკვეთში უკვე თითქმის 90%-ს გადააჭარბებს, რაც ასევე ხელს უწყობს დაავადების გავრცელების ტალღების და გადაცემის ჯაჭვების შემცირებას, რაც ეპიდემიოლოგიურ სტაბილურობაში უნდა გამოიხატოს უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.