logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი ენმ-ს: მოჩვენებითი და ყალბია დღეს ეს თქვენი პატრიოტიზმი. ხმა მაშინ ამოგეღოთ, როცა ამოგეღებოდათ, ცხვირწინ რომ აგაცალათ თურქებმა ქართული მიწა
- +

8 თებერვალი. 2022. 13:10

 

 

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს 2010 წლის 22 დეკემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებას, რომლითაც ქ. ბათუმში მდებარე შენობა-ნაგებობები და 109 098 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა თურქულ კომპანია სს „ავრასია ჯორჯიას“, რომლის ხელმომწერი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე იყო.

 

მეგრელიშვილის თქმით ეს იყო კორუფციული გარიგება, რაზედაც მაშინდელმა მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემ კირთაძემ თვალი დახუჭა და მის მიმართ ერთი კითხვაც არ გასჩენია. ახლა კი ის ახალ ამპლუაში ქალაქის დამცველის როლს ირგებს და აპროტესტებს თავისივე გუნდის გადაწყვეტილებას.

 

„2010 წელს ლევან ვარშალომიძემ ქ. ბათუმში მდებარე 10 ჰექტარი მიწა სიმბოლურ ფასად (18 ლარად) პირდაპირი წესით მიჰყიდა თურქულ კომპანიას. სწორედ მაშინ როცა კირთაძე იყო საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და რომელსაც ამ საკითხის მიმართ ერთი კითხვა არ გასჩენია... დიახ, ეს იყო კორუფციული გარიგება, რომელზედაც მან თვალი დახუჭა! დღეს ის ახალ ამპლუაში კი ქალაქის დამცველის როლს ირგებს, აპროტესტებს თავისივე გუნდის გადაწყვეტილებას. მოჩვენებითი და ყალბია დღეს ეს თქვენი პატრიოტიზმი. ხმა მაშინ ამოგეღოთ, როცა ამოგეღებოდათ, ცხვირწინ რომ აგაცალათ თურქებმა ქართული მიწა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner