logo_geo
eng_logo
ზაზა მარიდაშვილი: ბოლო წლებია პოლიტიკურ ოპოზიციაში ერთი კასტა გამოიკვეთა, რომელსაც გუბაზის კასტას დავარქმევ
- +

8 თებერვალი. 2022. 13:12

 

 

„ბოლო წლებია ღირებულებებისგან დაცლილ პოლიტიკურ ოპოზიციაში კიდევ ერთი კასტა გამოიკვეთა, რომელსაც პირობითად გუბაზის კასტას დავარქმევ; ზღაპრებიდან გვახსოვს ტურას მუდმივი მცდელობა ადგილი დაიკავოს მბრძანებლის ჩრდილქვეშ და მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მბრძანებელი - მუდამ უმტკიცოს ერთგულება; ასეა გუბაზის კასტაც, რომელიც მთლიანად დაცლილია მორალურ-ზნეობრივი ღირებულებებიდან და მიმიკრიას პრინციპით სრულ უპრინციპობას ავლენს“, - წერს სოციალურ ქსელში იურისტი ზაზა მარიდაშვილი.

 

როგორც მარიდაშვილი წერს, გუბაზმა {სანიკიძე} მთელი ოპოზიცია გაანულა და ერთადერთ გამობრწყინებად სააკაშვილი დაასახელა, თავად, რა თქმა უნდა, მის ჩრდილში ჩამოჯდა და ახლა აქედან დაიწყო ხალხის დამოძღვრა.

 

„ბოლო წლებია ღირებულებებისგან დაცლილ პოლიტიკურ ოპოზიციაში კიდევ ერთი კასტა გამოიკვეთა, რომელსაც პირობითად გუბაზის კასტას დავარქმევ; ზღაპრებიდან გვახსოვს ტურას მუდმივი მცდელობა ადგილი დაიკავოს მბრძანებლის ჩრდილქვეშ და მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მბრძანებელი - მუდამ უმტკიცოს ერთგულება; ასეა გუბაზის კასტაც, რომელიც მთლიანად დაცლილია მორალურ-ზნეობრივი ღირებულებებიდან და მიმიკრიას პრინციპით სრულ უპრინციპობას ავლენს; აგერ უკვე, გუბაზმა მთელი ოპოზიცია გაანულა და ერთადერთ გამობრწყინებად სააკაშვილი დაასახელა, თავად, რა თქმა უნდა, მის ჩრდილში ჩამოჯდა და ახლა აქედან დაიწყო ხალხის დამოძღვრა; გუბაზის კასტის შემადგენლობა არცთუ მცირეა; მაგალითად მურმან დუმბაძე, ძმები ბერძენიშვილები რომელნიც ასევე სამაგალითონი არიან ამ კასტაში. თუ თანამებრძოლთან მიმართებაში პოზიცია გეცვლება - ეს შეიძლება ჩვეული მოვლენა იყოს, პოლიტიკური ისტორიის მახსოვრობაში ასეთი უამრავი ფაქტია შემორჩენილი; მაგრამ ამის შემდეგ თავს რომ იმ ბანაკში ამოყოფ, რომელსაც ამ თანამებრძოლთან ერთად ებრძოდი და საზოგადოებას უმტკიცებდი რომ ჯალალედინის ტოლფასი უბედურებებს სჩადიოდა - ამას უკვე სხვა სახელი ჰქვია - როგორც მეცნიერულად, ასევე ადამიანურადაც; სწორედ ეს ფაქტორია გუბაზის კასტის განმსაზღვრელი - დღეს ხარ ერთის თანამებრძოლი და დაუნდობლად ებრძვი დანაშაულებრივ რეჟიმს; ხვალ, უცბად, დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელთა ავანგარდში ექცევი და იწყებ შენი ყოფილი თანამებრძოლების დაკნინებას; ახლა არკვიეთ, როდის იყო ეს კასტა გულწრფელი, როდესაც ქართულ ოცნებასთან ერთად სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა თუ ახლა, როცა სააკაშვილის გვერდზე დგას და ხმალს ყოფილი თანამებრძოლების წინააღმდეგ იქნევს; სიმართლე კი ისაა, რომ ვერცერთ შემთხვევაში ეს კასტა ვერ იქნება გულწრფელი როცა მათ პირად ინტერესებს დასჭირდებათ მაშინ შეეცდებიან საზოგადოების მოტყუებას - ესაა სწორედ ტურის სინდრომი. ფაქტი ერთია ისტორია თქვენ აუცილებლად მიგიჩენთ თქვენს ადგილს ბნელ კუთხეში, სულგაყიდულების გვერდით“, - წერს ზაზა მარიდაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner