logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: თუ ასეა შეწუხებული დიდი მეცნიერის სახლ-მუზეუმის ბედით, გაარემონტოს ღირსეული მამულიშვილის მამა-პაპისეული სახლ-კარი, მაგრამ სად სცალია ამისთვის
- +

8 თებერვალი. 2022. 13:21

 

 

„ბატონ მამუკას ვურჩევდი, უსამართლო კრიტიკასთან ერთად, ერთხელ მაინც მიჰბაძოს ბიძინა ივანიშვილს და ერთხელ, ერთხელ და მხოლოდ ერთხელ გაუკეთოს რესტავრაცია რომელიმე ისტორიულ ძეგლს სამტრედიაში ან თუნდაც მთლიან საქართველოში და დაეხმაროს სოციალურად შეჭირვებულებს!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მამუკა ხაზარაძის facebook-სტატუსს აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით.

 

„გენიალურად თქვა, გენიალურად, ჩვენმა წინაპარმა: „ბაბუა, კაცს რომ შუბლის ძარღვი გაუწყდება, იმისგან ყველაფერია მოსალოდნელიო"! ჰოდა, ასეთად წარმოგვიდგება აქაც ამ შემთხვევაში ბანკირი-წუწურაქი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ამართლებს მეორე ქართულ სიბრძნესაც: „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა“! ეს კაცი თუ ასეა შეწუხებული დიდი მეცნიერის სახლ-მუზეუმზე და არ ასვენებს დღე და ღამე მასზე ფიქრები, კარგი იქნება, გაკრას მუთაქებზე ჩაკუჭულ ასიანებს ხელი და გაარემონტოს ღირსეული მამულიშვილის მამა-პაპისეული სახლ-კარი! ისე, ვურჩევდი ბ-ნ მამუკას, უსამართლო კრიტიკასთან ერთად, ერთხელ მაინც მიჰბაძოს ბიძინა ივანიშვილს და ერთხელ, ერთხელ და მხოლოდ ერთხელ გაუკეთოს რესტავრაცია რომელიმე ისტორიულ ძეგლს სამტრედიაში ან თუნდაც მთლიან საქართველოში და დაეხმაროს სოციალურად შეჭირვებულებს, მაგრამ სად სცალია და ამისათვის სად აქვს ფული უკრაინის ბედზე „მჭმუნვარედ მოფიქრალ“ და კიევში სელფების გადასაღებად ჩასულ, ამ მომდევნო მილიარდ ლარის დაგროვებაზე მომუშავე კაჟაია ბულავას!“ - წერს გვენეტაძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner