logo_geo
eng_logo
ალექსეი რეზნიკოვი: დღეის მდგომარეობით, უკრაინაზე თავდასხმისთვის დამრტყმელი დაჯგუფებები შექმნილი არ არის
- +

8 თებერვალი. 2022. 14:35

 

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული ჯარების დაჯგუფებებს შორის სრულმასშტაბური შეტევისთვის საჭირო დამრტყმელი ჯგუფები არ შეინიშნება.

 

„თავდასხმის განსახორციელებლად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. დამრტყმელი დაჯგუფება უნდა შექმნან. სამხედრო თვალსაზრისით, დამრტყმელ დაჯგუფებას რამდენიმე ნიშანი აქვს. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, უკრაინაზე თავდასხმისთვის დამრტყმელი დაჯგუფებები შექმნილი არ არის“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

 

ალექსეი რეზნიკოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთმა ამგვარი ნაბიჯები შემდგომში შეიძლება გადადგას.

 

„მათ შეუძლიათ დამრტყმელი დაჯგუფებების შექმნა და საამისოდ სადღაც ერთი თვე დასჭირდებათ. ჩვენი დაზვერვა მონაცემებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დაზვერვების მონაცემებთან ადარებს, ფაქტებს აფასებს და შესაბამისად, ჩვენს შეფასებას ვაკეთებთ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner