logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მიშა რომ მანქანას შეადარა და ჯართში ჩასაბარებლად გაამზადა, ახლა იპოხება ვაზელინით, თუმცა, აღარავინ იკარებს
- +

8 თებერვალი. 2022. 15:37

 

 

„ჩვენო თავანკარა ბიჭო გიგი! ქოლგის და „ბრეზენტის“ კი არა სულ, რომ სეფა გაშალოთ ერთად ყოფნის მიზნით, ის ვერ გიშველით“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიგი უგულავას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ქოლგა პარტია, რომელშიც უნდა გაერთიანდეს სხვა ოპოზიციური პარტიები.

 

„2016 წელს მიშა რომ მანქანას შეადარა და ჯართში ჩასაბარებლად გაამზადა გიგიმ, გახსოვთ? და 2020-ის არჩევნებზე - იდაყვი მიშას უნდა ჩავცხოთო, ეგეც? ჰოდა, ახლა იპოხება და იპოხება ვაზელინით, თუმცა, აღარავინ იკარებს... არადა, რა „ეროვნული“ იდეა წამოჭრა, ნახეთ? „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს ოპოზიცია და მერე გვეშველებაო... ჩვენო თავანკარა ბიჭო გიგი! ქოლგის და „ბრეზენტის“ კი არა, სულ რომ სეფა გაშალოთ ერთად ყოფნის მიზნით, ის ვერ გიშველით... იმიტომ, რომ: 1) რადიკალიზმი სრულად მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის. 2) უპრინციპობა და არათანმიმდევრულობა პირდაპირ გასდევს „ლაიტმოტივად“ ოპოზიციას. 3) ვერ ჩამოირეცხა და ვერასდროს მოიშორებს მიშა და „ნაცმოძრაობა“ იმ სისტემურ დანაშაულებს, რასაც წლების განმავლობაში სჩადიოდა. ასე რომ, ისევ რევოლუციურ სცენარს მიაწექი, ჯობია. ბოლოს და ბოლოს სათქმელი მაინც გექნება, მე ვაწვებოდი, მაგრამ ვერ დავძარიო“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner