logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: საშინელებაა, 30 წელი უყურებდე შალვა ნათელაშვილს, გიგი წერეთელს, უყურებდე მედროვე ჭიჭინაძეს, მაჭუტაძეს, გუბაზას, ჰელენ ხოშტარიას და უამრავ სხვას...
- +

8 თებერვალი. 2022. 16:50

 

 

„ქართული პოლიტიკური სივრცე სავსეა უპრინციპო, ყუმბარიანი მაიმუნებით, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ, იმისთვის რომ იტივტივონ“. არ იფიქროთ, რომ ამას მე ვწერ, ეს თამარ ჩერგოლეიშვილის სიტყვებია გიგი უგულავას მიმართ მიძღვნილი პოსტიდან“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

 

როგორც გაბრიჭიძე წერს, ძალიან ძნელია, ჩერგოლეიშვილის არ დაეთანხმო.

 

„ქართული პოლიტიკური სივრცე სავსეა უპრინციპო, ყუმბარიანი მაიმუნებით, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ, იმისთვის რომ იტივტივონ“. არ იფიქროთ, რომ ამას მე ვწერ, ეს თამარ ჩერგოლეიშვილის სიტყვებია გიგი უგულავას მიმართ მიძღვნილი პოსტიდან. ძალიან ძნელია, არ დაეთანხმო. ძალიან ძნელია, რადგანაც ქართული პოლიტიკური სპექტრის დამნახავი ნებისმიერი ადამიანი ზუსტად ასე ფიქრობს. საშინელებაა, 30 წელი უყურებდე შალვა ნათელაშვილს, გიგი წერეთელს, უყურებდე მედროვე ჭიჭინაძეს, ახლადგამოჩეკილ ჩარკვიანს, მაჭუტაძეს, გუბაზას. უყურებდე ერთკაციანი პარტიის „ლიდერ“ ჰელენ ხოშტარიას და უამრავ სხვას, ვისაც არც ცოდნა, არც სურვილი და არც ნამუსი არ ჰყოფნით, თუნდაც ასეთი სიტყვები თქვან - ხომ ვერ დაინახეთ ჩვენი ღვაწლი, ჰოდა, ჩვენ მივდივართ. საერთოდ აღარ გავეკარებით ქართულ პოლიტიკას და ჯანდაბამდის გზა გქონიათო. ნეტა გვითხრან. გვითხარით და წადით. ქაჯანები ხართ, თქვე @@@-ებო? წააადით, წააადით. მაინცადამაინც ჭიაკოკონა უნდა დავანთოთ, რომ ჭიაღუებივით დაგწვათ კოცონზე? ესენი ვინ ყოფილან!!!“ - წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner