logo_geo
eng_logo
20 წლის წინ, იმ ავბედით 8 მარტს...
- +

7 მარტი. 2016. 18:28


   არის ასეთი გამოთქმა - რაღაც ამბავი მეხივით გავარდაო, ასე იყო იმ ორი ათეული წლის წინ, 8 მარტს. გოგი დოლიძე გარდაიცვალაო... ვერ ვიჯერებდი, რადგან გოგი ჩემთვის (და არამარტო ჩემთვის) იმ კატეგორიის ადამიანებს განეკუთვნებოდა, ვისი სიკვდილიც, უბრალოდ, არ შეიძლებოდა...


   ღმერთს არცერთი სულიერი არ ავიწყდება, ყველას რაღაცის ნიჭს მიჰმადლის.  არიან ისეთებიც, რაიმე ერთი ტალანტით კი არა, ცხოვრების მართალი წესით რომ განსხვავდებიან სხვათაგან. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ უფალმა ადამიანი თავის ხატად და სახედ შექმნა, ამიტომაც არსებობენ რჩეულები, რომელთაც მიწიერთათვის დამახასიათებელი ნიჭიც უხვად აქვთ და ამასთან, განსაკუთრებული მისია აკისრიათ და ამ მისიას კაცთა შორის სიყვარულის თესვა ჰქვია! ისინი არასდროს ყელყელაობენ, არავის აწუხებენ თავისი უნარ-ჩვევებით, წინ არავის ეღობებიან და მუდამ მომღიმარნი უჩუმრად აკეთებენ უფლისგან დავალებულ საკეთებელს - თესენ სიკეთეს, სიყვარულს, ყველგან და ყველასთან, შინაურთან თუ გარეულთან, მტერთან და მოყვარესთან, შვილებთან და გადამთიელებთან, სადაც ხელი მიუწვდებათ და სადაც არ მიუწვდებათ!


ერთი ასეთი კაცი ზუსტად 20 წლის წინ გამოგვაკლდა... თუმცა, ვინ იცის, იქნებ ჩვენ გამოვაკლდით... დაგვრჩა ტკივილი.  გრძნობ, გაკლია... არ გყოფნის... გინდა. მოისმენ მის ნამღერს და აღმოაჩენ, რომ ორი ათეული წელია მის გარეშე ცხოვრობ...


მაგრად გვაკლიხარ, „მამა"!...


 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner