ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ქორწინების შესახებ რეფერენდუმთან მიმართებაში, ე.წ. "სამოქალაქო სექტორის" მთავარი შემაშფოთებელი ფაქტორი, როგორც ე.წ. "მედიაექსპერტი" ნინო დანელია ამბობს, ყოფილა ის, რომ თემა "ხელოვნურად არის შემოტანილი სწორედ პრორუსული პროპაგანდისა და იმ ძალების მიერ, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში პრორუსული გავლენის გაზრდას. ხელისუფლება ცდილობს რეფერენდუმით არჩევნებზე ჰომოფობიური, აგრესიული, პრორუსულად განწყობილი ამომრჩეველი მოიყვანოს".
ადექთ და მოიყვანეთ რეფერენდუმზე არააგრესიული, არაჰომოფობიური, არაპრორუსული ამომრჩეველი და დაამარცხეთ ეს "ბნელეთის მოციქულები", მაგრამ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ თქვენ ხართ ჰომოფობები, თქვენ ხართ აგრესიულები და თქვენ მთელს ძალისხმევას ახმართ ნამდვილი ევროპის და დასავლური ცივილიზაციის მახინჯი ფორმებით წარმოჩენას.
იცის, რომ ზუსტად თქვენ ხართ იმ ბნელეთის მოციქულები, რომლებიც ნებისმიერ ნორმალურ, ცივილურ ქვეყანაში ყოვლად მიუღებელნი არიან!"