logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: სანამ უგულავა და სხვა ოდიოზური ფიგურები ოპოზიციის ლიდერები იქნებიან, განწირულია ის ქოლგა წარუმატებლობისთვის
- +

8 თებერვალი. 2022. 18:02

 

 

„სანამ უგულავები და სხვა ოდიოზური ფიგურები ოპოზიციის ლიდერები იქნებიან, განწირულია ის ქოლგა წარუმატებლობისთვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

„მართალი გითხრათ, ეს დიდად ჩემი საქმე არაა - რადიკალურ ოპოზიციაში, რაც უნდათ, ის ქნან, მაგრამ უგულავა რომ გახდება რაღაც ინიციატივის სიმბოლო და გაშლილი ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე ლაპარაკობს, ეს ის უგულავა არაა, ჯართს რომ უწოდებდა სააკაშვილს? მერე, წინასაარჩევნოდ მუშტსა და იდაყვზე ლაპარაკობდა. ახლა გაუჭირდა და ისევ - ღირებულებების გარეშე, პრინციპების გარეშე... ნათელაშვილის ფანჩატურში რომ შეიკრიბნენ, მაშინაც ვამბობდით, რომ ამ გაერთიანებას არ აინტერესებს ამომრჩევლის დაკვეთა. მათი ინტერესი იყო, რამენაირად მოხვედრილიყვნენ თბილ სავარძლებში. უპრინციპოების გაერთიანება იყო და ჩამოიშალა. ახლა ისევ ცდილობენ, რომ აღადგინონ... სანამ უგულავები და სხვა ოდიოზური ფიგურები ოპოზიციის ლიდერები იქნებიან, განწირულია ის ქოლგა წარუმატებლობისთვის“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner