logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მიშა იმდენად ვერ ენდობა თავის გარემოცვას, დიდი ალბათობით სააკაშვილის მხარდამჭერმა გადაიღო კადრები
- +

8 თებერვალი. 2022. 18:04

 

 

„მხოლოდ მიშაა ერთადერთი პრინციპული და ერთგული თავის ამომრჩევლის. უმეტესობა პოტენციური მოღალატეა, რაც მელიას გაშიშვლებით და რეალური შეხედულებების გამჟღავნებით გამოიხატა“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

 

ანალიტიკოსის თქმით, სააკაშვილი თავის გარემოცვას არ ენდობა. ის არის ერთადერთი ერთგული თავის ამომრჩევლის, რაც მელიას ვიდეოჩანაწერის გავრცელებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომელიც შესაძლოა თვით სააკაშვილის მხარდამჭერის გადაღებული ყოფილიყო.

 

„ქალბატონ ელისო კილაძეს უთქვამს, რომ ჩანაწერი ფარულად სუს-მა გაუკეთა მელიასო... ჯერ ერთი, მობილურის უხარისხო კადრებს, როდის იყო, უშიშროება იყენებდა და მეორე, ის არის მაგ ამბავში მთავარი, რომ მიშა იმდენად ვერ ენდობა თავის გარემოცვას, დიდი ალბათობით, სააკაშვილის მხარდამჭერმა გადაიღო ეგ კადრები. რატომ? კარგი საქმე გაუკეთა ბელადს: - მხოლოდ მიშაა ერთადერთი პრინციპული და ერთგული თავის ამომრჩევლის. უმეტესობა პოტენციური მოღალატეა, რაც მელიას გაშიშვლებით და რეალური შეხედულებების გამჟღავნებით გამოიხატა. მოკლედ, საყველიაში ისეთი ამბავია, დედა შვილს არ აიყვანს ხელშიო...

 

P.S. ჰო, კიდე ის არის მაგ ამბავში მთავარი, რომ ბნელ ოთახში კატის ძებნას ჯობია პარტაქტივს გაუფრთხილდეთ, პანტაპუნტით გაგირბით ხალხი... ისე, როგორი სირცხვილია, საკუთარი გუნდის ლიდერს ასეთი მეთოდებით რომ ებრძვი“, - წერს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner