უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინს გამოეხმაურა, რომელმაც მინსკის შეთანხმების შესრულების კონტექსტში განაცხადა: „მოგწონს თუ არა, აიტანე, ჩემო მზეთუნახავო“.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მართლაც მზეთუნახავია.
„აქ არის რაღაცები, რასაც ვერ შეედავები. უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. რაც შეეხება „ჩემს“, ვფიქრობ, ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ძალიან მომთმენია, რადგან ეს სიბრძნეა. ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული ესკალაცია. ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.