logo_geo
eng_logo
ზელენსკი პუტინს: უკრაინა მართლაც მზეთუნახავია
- +

8 თებერვალი. 2022. 18:20

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინს გამოეხმაურა, რომელმაც მინსკის შეთანხმების შესრულების კონტექსტში განაცხადა: „მოგწონს თუ არა, აიტანე, ჩემო მზეთუნახავო“.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მართლაც მზეთუნახავია.

 

„აქ არის რაღაცები, რასაც ვერ შეედავები. უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. რაც შეეხება „ჩემს“, ვფიქრობ, ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ძალიან მომთმენია, რადგან ეს სიბრძნეა. ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული ესკალაცია. ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner