logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ნორმანდიული ფორმატი უფრო აქტიური უნდა გახდეს
- +

8 თებერვალი. 2022. 19:10

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მყოფ საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას ნორმანდიულ ფორმატში ქვეყნის ლიდერების სამიტის გამართვის იმედი აქვს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

 

ზელენსკის თქმით, ეს ბოლო 24 წლის განმავლობაში საფრანგეთის ლიდერის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

 

„ჩვენ სამშვიდობო პროცესზე ვისაუბრეთ. იმედი მაქვს, რომ 2019 წელს პარიზის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, ნორმანდიული ოთხეულის ლიდერთა შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

„მე და მაკრონს ევროპის და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებზე საკმაოდ მსგავსი პოზიცია გვაქვს. უნდა იყოს ერთიანობა და ახალი მიდგომებია აუცილებელი. უნდა ვითანამშრომლოთ უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ემანუელ მაკრონიუკრაინის ხელისუფლებას ურჩევს, რომ თავშეკავებულად მოიქცეს და პროვოკაციებს არ აჰყვეს, რისი მიზანი სიტუაციის დესტაბილიზაციაა.

 

„2014 წლიდან უკრაინელები საკუთარ სამშობლოს იცავენ.  არ უნდა აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა მიზანი სიტუაციის დესტაბილიზაციაა, უნდა მოიქცეთ თავშეკავებულად“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

მან აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება საკმაოდ გამოზომილად მოქმედებს.

 

ცნობისთვის, კიევში ოფიციალურ ვიზიტამდე ემანუელ მაკრონი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მაკრონმა განაცხადა, რომ მომდევნო დღეები უკრაინის გარშემო დეესკალაციისთვის გადამწყვეტი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner