logo_geo
eng_logo
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს
- +

8 თებერვალი. 2022. 19:13

 

 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა   2022 წლის სამოქმედო გეგმას და დანართს– 2022-2024 წწ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

 

„დოკუმენტი დავამტკიცეთ ერთხმად, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი არის ის ადგილი, სადაც მიუხედევად ჩვენი პოლიტიკური და პარტიული კუთვნილებისა, ვახერხებთ განათლების დიად მიზნებზე  და საკითხის ირგვლივ გაერთიანებას“, –განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.

 

სამოქმედო გეგმა და დანართი  კომიტეტმა ორდღიანი გასვლითი სხდომის ფარგლებში  შეიმუშავა.

 

დღესვე კომიტეტმა განიხილა  საქართველოს 619 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია– „ქართული სალიტერატურო ენის შესახებ - ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“. პეტიციაში მოთხოვნილია  სახელმწიფო ენის დეპარტამენტში დასაქმდეს და  ქართული სალიტერატურო ენის დაცვას, ენის მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხებს უხელმძღვანელოს ენათმეცნიერმა იოსებ ლებანიძემ.  პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული პეტიცია განსახილველად სახელმწიფო ენის დეპარტამენტს გადაეგზავნოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner